ლიდერი დასუფთავების სფეროში!

სამუშაო საათები : ორშ-შაბ (09.00 - 18:00)

  • ge

mobile-icon დაგვიკავშრიდით !+(995) 32 2 914 911

ერთჯერადი სერვისების სამსახურის უფროსი

ოზიციის ზოგადი აღწერილობა

ერთჯერადი სერვისების სამსახურის უფროსი წარმოადგენს მაღალი რანგის ადმინისტრაციულ პოზიციას. სამსახურის უფროსი მართავს და აკონტროლებს რემონტის შემდგომი და გენერალური დასუფთავების ჯგუფებს და მათ მიერ შესრულებულ სამუშაოებს. უზრუნველყოფს ამგვარი სამუშაოების დაგეგმვას, განაწილებას და კოორდინირებას.

ძირითადი მოვალეობები

  • აწარმოოს მოლაპარაკებები პოტენციურ კლიენტებთან;
  • ყოველი ახალი პროექტის დაწყების წინ, მოიპოვოს შესაბამისი ინფორმაცია, დაგეგმოს პროექტთან დაკავშირებული სამუშაოები და განსაზღვროს ბიუჯეტი;
  • ორგანიზება გაუწიოს სამუშაო ჯგუფის წევრთათვის ტრეინინგების საჭიროების განსაზღვრას და ჩატარებას;
  • საჭიროების შემთხვევაში, შეიტანოს ცვლილებები დასუფთავების არსებულ მეთოდებსა და სტანდარტებში; ასევე შეცვალოს დასუფთავების საშუალებების სტანდარტები;
  • მიიღოს ინფორმაცია დასუფთავებასთან დაკავშირებით კლიენტის პრობლემების შესახებ და დროულად უზრუნველყოს ამგვარი პრობლემების გადაჭრა;
  • მუდმივად აკონტროლოს მომსახურების ხარისხი;
  • ჩამოაყალიბოს, დანერგოს და წარმართოს სამსახურის საქმიანობის პოლიტიკა და სტანდარტები, სუფთა სამყაროს საერთო სტრატეგიის შესაბამისად;
  • დაგეგმოს და აკონტროლოს მიმდინარე პროექტები და ხელმძღვანელობას წარუდგინოს ანგარიში;
  • აქტიურად ეძებოს ახალი შესაძლებლობები, მეთოდები, ტექნოლოგიები და ტენდენციები დასუფთავების სფეროში და კომპანიის ხელმძღვანელობას და კლიენტებს მიაწოდოს ინფორმაცია ამგვარი სიახლეების შესახებ;
  • დაიცვას კომპანიის წესები და პროცედურები, მათ შორის გააცნოს უსაფრთხოების წესები თანამშრომლებს და უზრუნველყოს ამ წესების დაცვა თითოეული თანამშრომლის მიერ;
  • განახორციელოს ნებისმიერი სხვა მოქმედება, რომელიც მიზანშეწონილი, ხელსაყრელი და სარგებლის მომტანი იქნება კომპანიის განვითრებისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების დარგში;
  • დასუფთავების სფეროში ან სასტუმროში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook)

 პიროვნული უნარ-ჩვევები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პრობლემებზე დროული რეაგირებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
  • დიდი მოცულობის სამუშაოს პრიორიტეტებად დაყოფისა და დაგეგმვის უნარი
  • დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი
  • მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
  • სტრატეგიული დაგეგმვის უნარი

ანაზღაურება: 1200 ლარი+ბონუსები

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@cleanworld.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს არ განიხილებიან.

მესენჯერი
Loading...