ლიდერი დასუფთავების სფეროში!

სამუშაო საათები : ორშ-შაბ (09.00 - 18:00)

  • ge

mobile-icon დაგვიკავშრიდით !+(995) 32 2 914 911

დასუფთავების მომსახურების მენეჯერი

მომსახურების მენეჯერი წარმოადგენს საშუალო რანგის ადმინისტრაციულ პოზიციას. იგი უზრუნველყოფს კლიენტი-ორგანიზაციებისათვის დასუფთავების მომსახურების მიწოდების პროცესის მართვას და კონტროლს. მომსახურების მენეჯერი ხელმძღვანელობს და აკონტროლებს დასუფთავების სპეციალისტთა ჯგუფს.

 

ძირითადი მოვალეობები

  • წარმართოს ურთიერთობა კლიენტთან;
  • შეამოწმოს და შეაფასოს ობიექტზე მომუშავე დასუფთავების სპეციალისტები და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი;
  • ორგანიზება გაუწიოს ობიექტების მომარაგებას დასუფთავების მოწყობილობებითა და მასალით;
  • მიიღოს ინფორმაცია დასუფთავებასთან დაკავშირებით კლიენტის პრობლემების შესახებ და დროულად გადაჭრას ამგვარი პრობლემები;
  • მუდმივად აკონტროლოს მომსახურების ხარისხი და აწარმოოს შემოწმების ფურცლები;
  • დაიცვას კომპანიის წესები და პროცედურები, მათ შორის გააცნოს უსაფრთხოების წესები თანამშრომლებს და უზრუნველყოს ამ წესების დაცვა თითოეული თანამშრომლის მიერ;
  • წინასწარ განსაზღვროს მომსახურების მასშტაბები და შესაძლო პრობლემები და შეუსაბამოს ორგანიზაციის არსებულ შესაძლებლობებსა და რესურსებს; ასევე განსაზღვროს პოტენციური ხარვეზები და დაბრკოლებები;
  • საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ადამიანური რესურსების მოძიება მის კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • დასუფთავების მიმართულებით მენეჯერის ან სასტუმროს მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება – სავალდებულოა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook)

 

პიროვნული უნარჩვევები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პრობლემებზე დროული რეაგირებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
  • დიდი მოცულობის სამუშაოს პრიორიტეტებად დაყოფის, დაგეგმვისა და ორგანიზების
  • დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი
  • მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

 

სამუშაო პირობები:

სამუშაო საათები: 09:00-18:00სთ

ადგილმდებარეობა: თბილისი, გაგარინის მოედანი

ანაზღაურება: 800 ლარი (საგამოცდო ვადა 3 თვე, ანაზღაურება საგამოცდო ვადაში – 600 ლარი)

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს არ განიხილებიან.

მესენჯერი
Loading...