ლიდერი დასუფთავების სფეროში!

სამუშაო საათები : ორშ-შაბ (09.00 - 18:00)

  • ge

mobile-icon დაგვიკავშრიდით !+(995) 32 2 914 911

დასუფთავების ჯგუფის მენეჯერი

პოზიციის ზოგადი აღწერილობა

დასუფთავების ჯგუფის მენეჯერი წარმოადგენს საშუალო რანგის ადმინისტრაციულ პოზიციას. იგი ხელმძღვანელობს რემონტის შემდგომი და გენერალური დასუფთავების სპეციალისტთა ჯგუფს და პასუხისმგებელია მომსახურების ხარისხზე. დასუფთავების ჯგუფის მენეჯერი ანგარიშვალდებულია ერთჯერადი სერვისების სამსახურის უფროსის წინაშე.

 

ძირითადი მოვალეობები

  • მიიღოს ინფორმაცია დასასუფთავებელი ობიექტის შესახებ;
  • შეადგინოს სამუშაო გეგმა და გააცნოს დასუფთავების სპეციალისტებს;
  • აკონტროლოს დასუფთავების სპეციალისტთა მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი; აწარმოოს შემოწმების ფურცლები;
  • სამუშაოში რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მისცეს მითითებები დასუფთავების სპეციალისტებს ამგვარი ხარვეზის გამოსასწორებლად;
  • დროულად მოახდინოს რეაგირება ნებისმიერ პრობლემაზე, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას სამუშაო ობიექტზე;
  • კოორდინაცია გაუწიოს მიღება-ჩაბარების აქტების და სხვა შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერას და გადაცემას;
  • შეავსოს სრულად ობიექტზე მომუშავე თანამშრომლების სახელფასო ბლანკები;
  • საჭიროების შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია ერთჯერადი სერვისების სამსახურის უფროსს მომსახურებისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებებისა და სხვა ინვენტარის გაუმართაობის შესახებ;
  • დასუფთავების სამუშაოების მიმდინარეობისას აკონტროლოს დასუფთავების საშუალებების ხარჯვა და ტექნიკური აღჭურვილობის მოხმარების პროცესი;
  • პერიოდულად შეაფასოს მუშაობის ხარისხი, თანამშრომელთა კვალიფიკაციის დადგენის მიზნით და წარმოადგინოს წინადადებები თანამშრომელთა თანამდებობრივი რანგების ცვლილებების შესახებ.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • დასუფთავების სფეროში ზედამხედველის ან მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე (Word, Excel, Outlook ) პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;

 

პიროვნული უნარჩვევები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პრობლემებზე დროული რეაგირებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
  • სამუშაოს დათქმულ ვადებში შესრულების უნარი
  • დიდი მოცულობის სამუშაოს პრიორიტეტებად დაყოფისა და დაგეგმვის უნარი
  • მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

 

სახელფასო რეინჯი 800-1000 ლარი.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@cleanworld.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს არ განიხილებიან.

მესენჯერი
Loading...