ლიდერი დასუფთავების სფეროში!

სამუშაო საათები : ორშ-შაბ (09.00 - 18:00)

  • ge
  • en

mobile-icon დაგვიკავშრიდით !+(995) 32 2 914 911

აღჭურვილობა

ჩვენს კომპანიას თანამედროვე და ყველა მოთხოვნაზე მორგებული აღჭურვილობა აქვს. სუფთა სამყარო ძირითადად მსოფლიოში აღიარებული კომპანიების, Karcher-ის, Truvox International-ისა და Kirby-ს ტექნიკით მუშაობს.

Karcher-ის დასუფთავების თანამედროვე მანქანები:

კომპაქტური, მაგრამ საკმაოდ ძლიერი პროფესიონალური მტვერსასრუტებია. სპეციალური მრგვალი, ბურთისებრი ფორმა მათ ძალიან მოსახერხებელს ხდის გამოსაყენებლად. ძირითადი სტაციონალური ფილტრი ადვილი მოსახსნელი და მისამაგრებელია. მისი ნეილონის ფაქტურა საშუალებას გვაძლევს მარტივად გავრეცხოთ.

მაღალსიჩქარიანი, ერთდისკიანი დასუფთავების მანქანა. იგი განკუთვნილია მყარი ზედაპირების მქონე იატაკების წმენდისა და პოლირებისათვის, ასევე, ხალიჩების ქიმიური დამუშავებისათვის. დაბალი ხმის გამო მისი გამოყენება შესაძლებელია სასტუმროებში, სკოლებში და სამედიცინო დაწესებულებებში.იგი საკმაოდ კომფორტულია გამოყენებისას, მისი სამართავი სახელური სიმაღლის მიხედვით რეგულირების საშუალებას იძლევა.

მცირე ზომის პოლირების აპარატი, რომელიც მოხმარების შემდეგ უზრუნველყოფს არაჩვეულებრივ ეფექტს. მისი კომპაქტური ზომები იძლევა ავეჯის ქვეშ წმენდის საშუალებას. იგი რეკომენდირებულია როგორც ხის ისევე მყარ იატაკზეც. გამოსაყენებლად კომფორტულია და საოცარ ბრწყინვალებას სძენს იატაკს.

ერთდისკიანი მანქანა, უნიკალური საშუალებაა მყარი ზედაპირების მქონე იატაკებისათვის. აძლევს კარგ იერსახეს. იგი წარმატებით გამოიყენება მყარი იატაკების საწმენდად და პოლირებისათვის, ასევე ტექსტილის ზედაპირების მქონე იატაკების ქიმიური წმენდისათვის.

ფრთხილად და საფუძვლიანად წმენდს ნებისმიერი სახის მყარ იატაკს.  მისი გადაადგილება ადვილია , როგორც ჩვეულებრივი მტვერსასრუტი, იგი ასრულებს  იატაკის რეცხვისა და შესრუტვის   ყველა ფუნქციას. ეს მრავალფუნქციური მანქანა რეცხავს იატაკებს, ისრუტავს წყალს , განკუთვნილია სველი წმენდისათვის.

ეს მრავალფეროვნება  იძლევა საშუალებას, რომ აპარატი გამოვიყენოთ დასუფთავების სხვადასხვა მიზნებისთვის.  მისი საწმენდი ჯაგრისი ადვილად აღწევს ავეჯის ქვეშაც.  მისი მოხმარება მარტივია.

მოხერხებული, საიმედო იატაკის საწმენდი, გააჩნია შემწოვის ფუნქცია  და აღჭურვილია სხვადასხვა  ჯაგრისებური საფარებით,  რომლებიც უზრუნველყოფენ  მოსახერხებელ, მექანიზებულ ლინოლიუმის რეცხვას.  ამ მანქანის გამოჩენის შემდეგ   წარსულში დარჩა ხელით რეცხვა, რაც დიდ ძალისხმევას   და დანახარჯს მოითხოვდა.  ორნაირი ჯაგრისი აუმჯობესებს პოლირების პროცესს და კარგად ანაწილებს ცვილს ზედაპირზე, რაც მას სიკაშკაშესა და ბზინვარებას მატებს.  პოლირებული იატაკი არა მხოლოდ  უკეთესია ვიზუალურად, არამედ ცვილი მას იცავს ნესტის, სიბინძურისა და ბზარებისგან.  იგი გამოირჩევა მოხერხებულობით.

ერთდისკიანი მანქანა, რომელიც გამოიყენება იატაკისა და კარების საწმენდად.  არ გააჩნია შემწოვის ფუნქცია , გამოდგება პოლირებისა და ხალიჩების  სპეციალური ხსნარებით სარეცხად.  მისი საშუალებით თქვენ შეძლებთ მოუაროთ ნებისმიერი სახის მყარ იატაკს.   იგი გამოიყენება ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ზედაპირზე.

მცირე მოედნების ხელის სახვეტი მანქანები უზრუნველყოფენ სწრაფ და ხარისხიან დასუფთავებას. მათი გამოყენება შესაძლებელია საწყობების, გასასვლელებისა და მცირე მოედნების დასასუფთავებლად.

ტროტუარებისა და გზების დასაგველად გამოიყენება. იგი ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე უბრალო ცოცხი. ნაგავი გროვდება მანქანაზე მიმაგრებულ ტომარაში.  მისი სახელური რეგულირდება მომხმარებლის სიმაღლის შესაბამისად, იგი მარტივად იკეცება და კომფორტული შესანახია.

მტვერსასრუტი მშრალი და სველი დასუფთავებისათვის. იგი ძალიან მოხერხებულია და გააჩნია მანევრირების კარგი უნარი. მისი ნახევრადავტომატური ფილტრის გაწმენდის სისტემა იძლევა სრული დატვირთვის საშუალებას მთელი მუშაობის განმავლობაში.

კომპაქტური, მაგრამ საკმაოდ ძლიერი, პროფესიონალური მტვერსასრუტია. სპეციალური მრგვალი, ბურთისებრი ფორმა მათ ძალიან მოსახერხებელს ხდის გამოსაყენებლად. ძირითადი სტაციონალური ფილტრი ადვილი მოსახსნელი და დასამაგრებელია. მისი ნეილონის ფაქტურა საშუალებას გვაძლევს მარტივად გავრეცხოთ.

პროფესიონალური წმენდისათის განკუთვნილი მტვერსასრუტია, მიუხედავად სიძლიერისა არ აქვს დიდი ხმა რის გამოც მისი გამოყენება შესაძლებელის სასტუმროებში და სამედიცინო დაწესებულებებში, მისი გრძელი გრძელი სადენი იძლევა დიდ მანძილზე გადაადგილების საშუალებას.

ეს არის სველი წმენდის აპარატი, იგი არის მიმზიდველი შესახედავად და იდეალურია მანქანის სალონისა და სადგომის დასასუფთავებლად. იგი ადვილად იხსნება და იხურება. მარტივია გამოსაყენებლად.

პროფესიონალური აპარატი   წნევით რეცხვისათვის . ეს აპარატი გარდა იმისა რომ არის კომპაქტური   ასევე არის გამძლეც და პრაქტიკულიც. აქსესუარების  შესანახი მოგცემთ საშუალებას სულ ახლოს იქონიოთ საჭირო დანართები.  აპარატს გააჩნია წნევისა და წყლის მარეგულირებელი. მოძრავი ალუმინის სახელური უზრუნველყოფს  სარეცხი აპარატისა და დანართების მობილურ გადაადგილებას.

Truvox Intrnational-ის დასუფთავების ტექნიკა:

მრავალფუნქციური დანიშნულების სწრაფი და ეფექტური იატაკის საწმენდი მანქანა, რომელიც რეცხავს, აპრიალებს, ხეხავს და აშრობს როგორც მყარ ასევე რბილ იატაკებს.

რბილი იატაკების საწმენდი აპარატი, რომელიც ერთდროულად წმენდს და თითქმის ამშრალებს ზედაპირს.

ოთახის საშრობი – მშრალ, შედარებით თბილ აირს გადაადგილებს ზემოდან ქვემოთ, ხალიჩის მთელი ზედაპირის გავლით, რაც უზრუნველჰყოფს შრობის პროცესის დაჩქარებას.

მარტივი დიზაინი, მსუბუქი და მძლავრი ხალიჩის საწმენდი, რომელიც ხალიჩის, კედლებისა და ჭერის შრობის დროს საგრძობლად ამცირებს.

რბილი ავეჯისა და რბილი იატაკის კომპაქტური და მსუბუქი საწმენდი აპარატი გაფრქვევის სისტემით.

ინდუსტრიული სველი და მშრალი წმენდის მტვერსასრუტი

არის იდეალური ისეთი ტერიტორიების დასალეგებლად როგორიც არის: თეატრი, ავტობუსი, მატარებელი, ის არის ძალიან პროდუქტიული. შეიძლება მისი ხანგრძლივი და კომფორტული გამოყენება.

Kirby-ს აპარატურა:

Kirby Sentria –  მრავალფუნქციური მტვერსასრუტია, რომელსაც დაახლოებით  40  ფუნქცია გააჩნია.

ძირითადი ფუნქციები:

  • წმენდს რბილი ავეჯისა და ხალიჩების ზედაპირებს ჭუჭყისა და ლაქებისაგან.
  • წმენდს რბილ ავეჯსა და ლეიბებს მტვრისა და მტვრის ტკიპებისაგან , 80 სმ–ს სიღრმეზე.
  • სპეციალური შამპუნის დახმარებით სველი მეთოდით   წმენდს ზედაპირებს.

Kirby Sentria-ს გამოყენებით შეგვიძლია ჩავატაროთ ავეჯისა და მანქანის სალონის ქიმიური წმენდა.

  • სპეციალური  დანართის  საშუალებით   წმენდს იატაკებს , პარკეტს, ლინოლიუმსა და ლამინატს ბრწყინვალებამდე.