ლიდერი დასუფთავების სფეროში!

სამუშაო საათები : ორშ-შაბ (09.00 - 18:00)

  • ge

mobile-icon დაგვიკავშრიდით !+(995) 32 2 914 911

7 საიდუმლო, რომელიც გაგიადვილებთ სამზარეულოს მოვლას

7 საიდუმლო, რომელიც გაგიადვილებთ სამზარეულოს მოვლას 5 ივლ
იმისათვის, რომ დალაგების დრო შევამციროთ და სამზარეულოც სუფთად გამოიყურებოდეს, ამისათვის  გაითვალისწინეთ სუფთა სამყაროს რჩევები:
2.  ღვინისთვის განკუთვნილ მინის ჭურჭელს, რომ მოვაცილოთ  ლაქები, ამისათვის მოამზადეთ 1 სუფრის კოვზი ძმრისა და 1 ს/კ მარილის ნაზავი. დაიტანეთ ჭურჭელზე და შემდეგ გაავლეთ.
3. ასევე ჭურჭელმა თუ ბზინვარება დაკარგა, ქიმიური საშუალების გარეშე, შეიძლება თბილ წყალს ცოტაოდენი ძმარი, მარილი შეურიოთ  და მასში გარეცხოთ. მეორე ვარიანტია- წყალში ლიმონის ცედრის დამატება, რომელიც ასევე არაჩვეულებრივ შედეგს გაჩვენებთ.
4. მაცივრიდან არასასიამოვნო სუნის მოსაცილებლად მოამზადეთ სპეციალური მასა:  4 ს/კ სოდა,  გააზავეთ 1 ლიტრ წყალში და გაწმინდეთ. თაროები როცა კარგად გაშრება და პროდუქტებს შეალაგებთ, დადგით ჯამით სოდა ან ყავა, რომელიც სასიამოვნო სურნელს დატოვებს.
5. ხორცსაკეპი მანქანის გამოყენების შემდეგ, თუ ის საგულდაგულოდ არ გაირეცხა, მასში უამრავი ბაქტერიები და მიკრო ორგანიზმები დაგროვდება. ამიტომ, მისი მოხმარების შემდეგ, გაატარეთ უმი კარტოფილი.
6. კარგად გალესილი დანა -კომფორტია. იმისათვის რომ ის ადვილი გასალესი იყოს, დატოვეთ მსუბუქ მარილიან ნაზავში და გამშრალების გარეშე გალესეთ. თუ დანას გაუჩნდა ჟანგი, მას მარტივად მოაცილებს  შუაზე გადაჭრილი ხახვი.
7.  დაიცავით ბურღულეული მწერებისგან  ადრე თუ გვიან ნებისმიერ დიასახლისს უჩნდება ეს პრობლემა. იმისათვის რომ თავი ავარიდოთ უსიამოვნო სტუმრებს, ჯამში ჩადეთ რამდენიმე თავი ან მთლიანი ნიორი. ასევე დაგეხმარებათ დაფნის ფოთოლი, წაბლი ან ლიმონის ცედრა.