ლიდერი დასუფთავების სფეროში!

სამუშაო საათები : ორშ-შაბ (09.00 - 18:00)

  • ge

mobile-icon დაგვიკავშრიდით !+(995) 32 2 914 911

სოდისა და ძმრის გამოყენების 5 მეთოდი

სოდისა და ძმრის გამოყენების 5 მეთოდი 15 ივნ

ქიმიიდან ბუნებრივ საშუალებებზე გადასვლა, სულ უფრო აქტუალური ხდება. ამისთვის რამდენიმე უნივერსალური საშუალება არსებობს. ეს არის ძირითადად სოდა, ძმარი და ლიმონი, რომელიც წმენდისას, სუნის გაქრობაში და ნადების მოცილებაში არაჩვეულებრივ შედეგს ტოვებს.

გაითვალისწინეთ სუფთა სამყაროს რჩევები:

  1. გაწმინდეთ თქვენი სამზარეულოს ნიჟარა შემდეგი წესით:

ნიჟარას მოაყარეთ სოდა, მოხეხეთ და  წყლით გაავლეთ. გამოიყენეთ მსუბუქი ჯაგრისი. ხოლო იმ ადგილებში, სადაც ონკანს  ნადები უჩნდება, დააფინეთ ქაღალდის ხელსახოცი, დაასხით ძმარი და დატოვეთ 20 წუთით.

წყლის მილებში დაგროვილი ნადების მოსაცილებლად, მილში ჩაყარეთ ნახევარი ჭიქა საჭმელი სოდა, დაასხით  1 ჭიქა თეთრი ძმარი, და  ჩარეცხეთ ადუღებული წყლით.

  1. გამათეთრებელი ხსნარი აბაზანისთვის:

ეს არის არაჩვეულებრივი საშუალება ღრმა წმენდისთვის, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ზედაპირზე გამოვიყენოთ. ის აცილებს ნესტს, ნადებს და არის უმარტივესი მოსამზადებელი: 2/3 ჭიქა სოდა, ½ ჭიქა თხევადი საპონი, 2 ს/კ თეთრი ძმარი, – ეს ყველაფერი გახსენით წყალში და ურიეთ, სანამ ერთიან მასას არ მიიღებთ. ჩაასხით ბოთლში (უმჯობესია თუ ექნება შესასხურებელი თავსახური) და გამოყენებამდე შეანჯღრიეთ.

  1. ხალიჩიდან ლაქების ამოყვანა:

ხალიჩიდან ლაქების ამოსაყვანად, უნივერსალურ საშუალებას წარმოადგენს ძმარი. მსუბუქი სახის ლაქები შეგიძლიათ შემდეგი თანაფარდობის ნაზავით გაწმინდოთ: 2 ს/კ მარილი, გაზავებული ½ ჭიქა თეთრ ძმარში. დაელოდეთ გაშრობას და  ზედაპირზე დარჩენილი კვალი მოაცილეთ მტვერსასრუტით. მოზრდილი, მუქი ლაქებისთვის 2 ს/კ  ბურას (ბორაკი) შეურიეთ ზემოთ მოცემული ნაზავი და გამოიყენეთ იგივე მეთოდით.

  1. ბუნებრივი სარეცხი საშუალება:

ეს შესაძლოა წარმოუდგენლად ჟღერდეს, თუმცა შეგიძლიათ სცადოთ და თავადაც დარწმუნდეთ. თუ სარეცხი სითხის ჩვეულ რაოდენობას დაამატებთ ნახევარ ჭიქა  სოდას, მიიღებთ ბევრად უფრო ქათქათა და ნათელ ფერებს. ის ასევე არბილებს წყალს, ამიტომ  შეამცირეთ სარეცხი ფხვნილის მოხმარება.

  1. მაცივრის განახლება:

ამ შემთხვევაში ძმრის გამოყენება უფრო ეფექტურია, ვიდრე სოდის. აიღეთ წყლის და თეთრი ძმრის თანაბარი რაოდენობა და გაწმინდეთ მაცივრის როგორც გარე, ისე შიდა ნაწილი კარების და ბოსტნეულის საცავის ჩათვლით.

სოდას მაინც ვერ ჩავუვლით გულგრილად – როცა დაასრულებთ წმენდას, შეგიძლიათ სოდა ისევ მოათავსოთ მაცივარში, სისუფთავისა და სასიამოვნო სუნის შესანარჩუნებლად.