ლიდერი დასუფთავების სფეროში!

სამუშაო საათები : ორშ-შაბ (09.00 - 18:00)

  • ge

mobile-icon დაგვიკავშრიდით !+(995) 32 2 914 911

რჩევები სარეცხი მანქანის მოსავლელად

რჩევები სარეცხი მანქანის მოსავლელად 14 ივნ
რაც არ უნდა ძვირადღირებული სარეცხი მანქანა გქონდეთ, მისი უსაფრთხოება ბოლომდე გარანტირებული ვერ იქნება, თუ მას პერიოდულად არ გაანთავისუფლებთ ობისგან.
ხისტი წყალი, არასწორი ექსპლუატაცია და უხარისხო სარეცხი საშუალებები, რომლებიც ზომაზე მეტ ქიმიურ საშუალებებს შეიცავენ- ცუდ ზემოქმედებას ახდენენ მის ხარისხიან მუშაობაზე.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენ რამდენიმე რჩევას მოგცემთ:
  • ყველასთვის ცნობილია, რომ დოლურას რეზინთან გროვდება ნადები და ობი. მის მოსაცილებლად აიღეთ ტილო, ამოავლეთ მათეთრებელში ან სპეციალურ საწმენდ საშუალებაში, დატოვეთ 30 წუთით და შემდეგ გაწმინდეთ.
  • სუნი რომ მოაშოროთ, საკმარისია მანქანა ცხელი წყლით გაავსოთ (ანუ მიუთითოთ რეცხვის პროგრამა ცხელი წყლით), მანამდე წინასწარ მოათავსეთ დოლურაში მათეთრებელი ან სპეციალური გამწმენდი საშუალება. როცა მანქანა გაივსება და მათეთრებელი წყალში გაიხსნება, გამორთეთ და ერთი საათით გააჩერეთ წყალი დოლურაში. ეს მეთოდი ჭუჭყსა და შლამს აშორებს, რაც უსიამოვნო სუნს იწვევს. დროთა განმავლობაში კი მანქანას აზიანებს.
  •  ფილტრის გაწმენდა თვეში 3-ჯერ არის რეკომენდებული. პერიოდულად გამოიყენეთ ხოლმე ხისტი წყლის დამარბილებელი საშუალებები.
  • რეცხვის შემდეგ მანქანის კარი ღია დატოვეთ. თუ შიგნით ბევრი სისველე დარჩა, შეგიძლიათ ჩვრითაც გაწმინდოთ.
    ასეთი მოვლის პირობებში მანქანა უფრო დიდხანს მოგემსახურებათ.